ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ნოტების წარმოშობასთან დაკავშირებით წერს.
„დო... რე... მი... ფა... სოლ... ლა... სი"
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის ეს 7 ნოტი. მაგრამ იცით თუ არა, საიდან მოდის და რას ნიშნავს მათი სახელწოდებები?
თანამედროვე სანოტო სისტემის წარმოშობა და სახელდება უკავშირდება მე-11 საუკუნეში მოღვაწე გვიდო დ'არეცოს (Guido დ'Arezzo)- იტალიელი მუსიკის თეორეტიკოსს, რომელმაც ნოტების სახელწოდებებად აიღო წმ. იოანე ნათლისმცემლის ლოცვის სტროფების საწყისი მარცვლები:
UT queant laxis
REsonare fibris
MIra gestorum
FAmuli tuorum
SOLve polluti
LAbii reatum
Sancte Ioannes
მოგვიანებით, მე-16 საუკუნის ბოლოს „Sa" გადაიქცა „სი"-დ, ხოლო მე-17 საუკუნის ბოლოს, „UT" გადაკეთდა „დო"-დ, რამაც სიმღერა უფრო გააადვილა", - წერს კვაჭანტირაძე.