logo_geo
eng_logo
ტრამპების „ვერსალის სასახლე“ მანჰეტენზე - სად ცხოვრობს კაცი, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა
- +

9 ნოემბერი. 2016. 12:19


 



ამერიკელი ბიზნეს-მაგნატი, ინვესტორი და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ფორბსის" მილიარდერთა სიაში 72-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. 70 წლის ბიზნესმენი, რომელიც უძრავი ქონებისა და ტელევიზიის სფეროში წლებია მოღვაწეობს, დროის უმეტეს ნაწილს მეხუთე ავენიუზე მდებარე „ტრამპ თაუერში" ატარებს - სადაც მუშაობს და ცხოვრობს კიდეც.


სამდონიანი პენტჰაუსი, რომელიც შუაგულ მანჰეტენზე მდებარეობს და ცენტრალ პარკს გადაჰყურებს, უფრო ვერსალის სასახლეს მოგაგონებთ. 24-კარატიანი ოქროსა და ბრილიანტის დეტალები, მარმარილო და ხელით მოხატული ფრესკები ჭერზე - ეს იმ ფუფუნების მცირე ნაწილია, რაც ტრამპების სახლში თვალში მოხვდება მნახველს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული პენტჰაუსია ნიუ-იორკში და 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული.


პრეზიდენტი პენტჰაუსში მესამე მეუღლესთან - სლოვენიელ მოდელ მელანი შნაუსთან და 10 წლის ვაჟიშვილთან ბარონ უილიამ ტრამპთან ერთად ცხოვრობს.


 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner