logo_geo
eng_logo
პოროშენკო სააკაშვილის გადაყენებას ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდა
- +

9 ნოემბერი. 2016. 12:39


 


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდა.


სააკაშვილის გადაყენება ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ მისი და პრეზიდენტის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეს გადაიდება, ვინაიდან ოდესის გუბერნატორს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა შესასრულებელი. კერძოდ საუბარი იყო ოდესა-რენის ავტომაგისტრალის მშენებლობასა და ოდესის ოლქშიერთი ფანჯრის" პრინციპის ამოქმედებაზე. ამ დაპირებებიდან არაფერი არ შესრულდა, სააკაშვილმა დასწრებაზე იმუშავა, თითქოს ის თავისი ნებით წავიდა და არავის გადაუყენებია", - ნათქვამია პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner