სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „დედამიწის საათთან" დაკავშირებით მსოფლიო აქციას შეუერთდა და 20:30 საათზე სამინისტროს შენობაში ელექტროენერგია გათიშა.
„დედამიწის საათი" საქართველოში მერვედ აღინიშნება. 1 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარის თქმით ადამიანები ჩვენი პლანტის მიმართ თანადგომას გამოხატავენ.