„ელისეის სასახლეში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე საგანგებოდ მხოლოდ ერთი მისალოცი ბარათი გაამზადეს. ადრესატი ჰილარი კლინტონი იყო", - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „RTL" წერს.
ფრანსუა ოლანდის მრჩეველები არც კი განიხილავდნენ დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებას.
გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველებმა მისალოცი ბარათი 8 ნოემბერს საღამოს მოამზადეს. წერილის მეორე ვერსიაზე მუშაობა არც უფიქრიათ. ტრადიციულად საფრანგეთის პრეზიდენტი მისალოც წერილს არჩევების დასრულებისთანავე აგზავნის კოლეგა პრეზიდენტის მიმართ.