logo_geo
eng_logo
ილია ელოშვილი: ტარიფების გაძვირების წინაპირობა არ ჩანს
- +

9 ნოემბერი. 2016. 13:30


 


ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ლარის კურსის ვარდნის მიუხედავად, საქართველოში კომუნალური გადასახადების ზრდას გამორიცხავს.



მისი თქმით, არანაირი წინაპირობა არც იმპორტირებული ენერგიის, არც კურსის ცვალებადობის, არც სხვა რაიმე წინაპირობა, არ ჩანს იმისა, რომ მოხდება ტარიფების გაძვირება.



ხაზს გავუსვამ, ეს არის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა, ისინი პროცედურების მიხედვით გადახედავენ და დაადგენენ ტარიფებს, მაგრამ ჩვენ, როგორც სამინისტრო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წინაპრიობა ტარიფების გაძვირებისა არ ჩანს", - განაცხადა ილია ელოშვიმა.



ტარიფების სავარაუდო ზრდას, არც სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავა ადასტურებს. მილორავა განმარტავს, რომ კომპანიების მხრიდან გეგმიური სატარიფო განაცხადებია შესული, რაც ფასის დადგენას უკავშირდება.



ეს გადახედვა არის გეგმიური. ჩვენ ახალი მეთოდოლოგიით ტარიფებს ვადგენთ ყოველწლიურად, შესაბამისად დღეს მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები მოქმედებს 2017 წლის პირველ იანვრამდე, ამიტომ კომპანიები ვალდებულები არიან, წარმოადგინონ სატარიფო განაცხადი და ჩვენც ვალდებული ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. რაც შეეხება ცვლილების მოლოდინს, თუ საუბარია კურსზე, ეს არ არის ის ცვლილება, რომელმაც შეიძლება განაპირობოს არსებითის ცვლილება ტარიფში", - განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.



ელექრტოენერგიის ტარიფები დღეის მდგომარეობით შემდეგია: 220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) 16.740 თეთრი/კვტსთ; 6-10 კილოვოლტი 12.946 თეთრი/კვტსთ; 35-110 კილოვოლტი 11.878 თეთრი/კვტსთ. საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის (მოსახლეობისთვის) კი შემდეგი ტარიფები მოქმედებს: 101 კვტსთ-ის ჩათვლით 11.000 თეთრი/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301კვტსთ-ის ჩათვლით 14.400 თეთრი/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი 18.200 თეთრი/კვტსთ.


თბილისში, ბუნებრივი აირის ტარიფები დღეის მდგომარეობით შემდეგია: მაღალი წნევა 32.370 თეთრი; საშუალო წნევა 36.070 თეთრი; დაბალი წნევა 45.620 თეთრი; ყოფილი შპს „დაცვის უზრუნველყოფის სამსახურის მომხმარებლები" (წავკისი) 47.599 თეთრი.


თბილისში, სასმელი წყალის ტარიფები დღეის მდგომარეობით შემდეგია: გამრიცხველიანებული (ლარი/მ3) 0.266 თეთრი; გაუმრიცხველიანებელი (ლარი/სულზე/თვეში) 3.147 თეთრი; არასაყოფაცხოვრებო ტარიფები (ლარი/მ3) 4.400 თეთრი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner