logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
- +

9 ნოემბერი. 2016. 13:33


 



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.


რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პუტინმა დონალდ ტრამპს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.


ამასთან, ვლადიმირ პუტინმა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანისა და გლობალური პრობლემების დარეგულირების გზის პოვნის იმედი გამოთქვა.


რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის პოზიციების გათვალისწინების პრინციპებზე აგებული კონსტრუქციული დიალოგი ორივე ქვეყნის მოსახლეობისა და მსოფლიო საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner