როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია თბილისი საკრებულოს დეპუტატს ალეკო ელისაშვილს ყველაფრის მკადრებელს, ახლადდამწყებ და უკვე დამთავრებულ პოლიტიკოსს უწოდებს.
"ამ მასხარას სერიოზულად ვეღარ ვუსმენ და ერთადერთი, სადაც გამოდგება მისი იაფფასიანი და მდარე ხარისხის კომენტარები არის შოუ.
მას კი ესიზმრებოდა, რომ გისესებს მიღმა ვეხილეთ მე და მანანა კობახიძე, მაგრამ გისოსებს მიღმა მისი ადგილია, თუმცა მგონი, ის ისევ ჩემი დასაცავი გახდება ისე მიდის მისი საქმე და მისთვის ეგაც არ მემეტება, მაგრამ არ შემიძლია ამ ადამიანზე სერიოზულად ლაპარაკი.
მენანება ის შრომა, რომელიც 4 თვე პროკურატურამ იმუშავა ამ თემაზე დეტალურად, ამ 4 თვეში შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები ყოფილიყო განხილული და გამოკვლეული, ვიდრე ამ მხდალი და ლაჩარი ადამიანის, პოლიტიკოსის ცრუ ინფორმაციების გადამოწმება. მან ისიც კი ვერ გაბედა, რომ ერთხელ მაინც ტელეეთერში დამჯდარიყო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის კოკაინის საქმეში კორუფციული გარიგება არ დადასტურდა და საქმე დაიხურა.