პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია კატინთან ჩამოვარდნილი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ნამსხვრევებზე ტროტილის კვალის აღმოჩენის შესახებ.
Gazeta Polska-ს მოპოვებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საუბარია ოთხ პოლონელ მზვერავზე, რომლებიც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ვიზიტს ამზადებდნენ რუსეთში და რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებლად ირიცხებოდნენ... აქედან ერთი ავიაკატასტროფის დროს კაჩინსკისთან ერთად დაიღუპა და დანარჩენმა სამმა, Ту-154М-ს ჩამოვარდნისთანავე იცოდა, რომ აღმოჩენილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი, თუმცა ეს ინფორმაცია გაურკვეველი მიზეზებით გამოყენებული არ იქნა.
ამჟამად პოლონეთის პროკურატურა იძიებს საკითხს, ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის ინფორმაციის არარეალიზებით, ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი.