logo_geo
eng_logo
მთავრობამ 8 შვილის მამას თბილისში ბინა 1 ლარად გადასცა
- +

9 ნოემბერი. 2016. 14:02



საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქალაქ თბილისში მცხოვრებ 8 შვილის მამას გიორგი გელაშვილს 1 ლარის გადახდის საფასურად ბინა საკუთრებაში გადაეცა.


მეტეხის აღმართის №2-ში მდებარე 130 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ  შენობაში არსებულ 34,5 კვ.მ ფართობზე (I სართულზე - 22,03 კვ.მ და ანტრესოლი - 12,48 კვ.მ) გიორგი გელაშვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა.



გიორგი გელაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. 2013 წლის 18 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გიორგი გელაშვილი საუბრობს მისი ოჯახისთვის სოციალური შემწეობის გაუქმებაზე და პრეტენზიას აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner