logo_geo
eng_logo
მაკა ასათიანი: მზად ვარ, ჟურნალისტების მოთხოვნა გავითვალისწინო!
- +

19 მარტი. 2016. 23:13


„მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ 5 პუნქტიან მოთხოვნას გაეცნო და მზად არის, მათი სურვილები გაითვალისწინოს.


 

„გავეცანი რა ჟურნალისტების 5 პუნქტიან მოთხოვნას, მზაობას გამოვთქვამ დავიწყოთ იმ აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრა, რაც მოყვანილია თანამშრომლების განცხადებაში. ამ დრომდე მიმაჩნდა, რომ დიალოგის დრომ გაიარა, მაგრამ რადგანაც ნომერ პირველი საკითხი მაუწყებლობის უწყვეტობა და თანამშრომლების ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა, მზად ვარ, გავითვალისწინო მათი მოთხოვნა და სურვილი. ასევე მიმაჩნია, რომ ყველა გადაწყვეტილება, რაც საჭიროა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის, უნდა მოხდეს გამჭვირვლედ, ყველა მხარის კონსესუსით, მათ შორის თანამშრომლების. ვეთანხმები იმასაც, რომ ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს საჯარო განცხადებების გაკეთება და თანამშრომლები უნდა დაუბრუნდნენ სამუშაო გარემოს. ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ყველას სურვილი და არა ცარიელი პათეტიკა", - აცხადებს მაკა ასათიანი. 


ცნობისთვის, "მაესტროს" ჟურნალისტები ტელეკომპანიის წილის მფლობელებს, დაპირისპირებულ მხარეებს 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობენ და განცხადებას ავრცელებენ.


ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ეს პირდაპირ აისახება არხის იმიჯზე და მუშაობის ხარისხზე. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეა ლოგოსა და სახელის გარეშე ვმაუწყებლობთ და ვერ ვახდენთ ჩვენი პროდუქტის იდენტიფიცირებას. 


იმისათვის, რომ დუღილის ტემპერატურა არ გადასცდეს დაშვებულ ნორმას და პროცესი არ გახდეს შეუქცევადი, საინფორმაციო სამსახურის, ყველა ტელეპროექტის ("ბიზნეს კონტაქტი"; "საქმიანი დილა"; "ფაქტორი"; "1 წუთი"; "SWOT ანალიზი") ტექნიკური პერსონალის, გახმოვანების, პროგრამების, დაცვის სამსახურების თანამშრომლების სახელით მხარეებს გთავაზობთ 5 პუნქტიან წინადადებას. შეთანხმების შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ არხს დაუბრუნდება სახე და სახელი, რაც ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარის ინტერესშია.
1.ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი;
2.ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე;
3.ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები;
4.უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება. ჩვენ უზრუნველვყოფთ უწყვეტ ეთერს, თქვენ უზრუნველყავით უწყვეტი დაფინანსება;
5.მოლაპარაკების პერიოდში მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ "მაესტროს" ერთ-ერთმა მეწილემ, ეკა აკობიამ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.




 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner