NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება დონალდ ტრამპთან შეხვედრას, ასევე ბრიუსელში NATO-ს 2017 წლის სამიტზე მის მასპინძლობას.
„ჩვენ უსაფრთხოების ცვალებადი ახალი გარემოს წინაშე ვართ, ჰიბრიდული ომის, კიბერთავდასხმების, ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით. აშშ-ის ლიდერობა მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. ჩვენი ალიანსი ამერიკის უახლოესს მეგობრებს თითქმის 70 წლის განმავლობაში მშვიდობასა და კონფლიქტის პერიდოში აერთიანებდა. ძლიერი NATO კარგია აშშ-სთვის და ევროპისთვის. NATO მტკიცედ პასუხობს უსაფრთხოების ახალი ვითარებას. თუმცა ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. მე მოუთმენლად ველოდები ბატონ ტრამპთან მალე შეხვედრას და ბრიუსელში NATO-ს მომავალი წლის სამიტზე მის მასპინძლობას", - ნათქვამია იენს სტოლტენებრგის განცხადებაში.