მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში მსახიობ თამაზ თოლორაიას იხსენებს.
დღეს თამაზ თოლორაია 66 წლის გახდებოდა.
„დღეს, ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ადამიანი და ცნობილი ქართველი მსახიობი თამაზ (თაზო) თოლორაია 66 წლის გახდებოდა... გავიხსენოთ ადამიანი, რომელმაც თავისი კაცობით, შემოქმედებით, ბევრი სიხარული გვაჩუქა თეატრის სცენიდან თუ კინოეკრანიდან. ნათელში იყოს მისი სული... ხოლო მის დანატოვარს, მის ოჯახს ჯანმრთელობა და გამრავლება...
თაზო, გაგიმარჯოს ძმაო!..." - წერს გვალია.