საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს სტამბულში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.
"შეძრწუნებული ვარ თურქეთში, ქალაქ სტამბულში, მომხდარი მორიგი ტერორისტული აქტით, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. ქართველი ხალხის სახელით თანავუგრძნობ მეგობარ თურქ ხალხს და ვადასტურებ თურქეთის ხელისუფლებისადმი მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს სტამბოლში აფეთქება მოხდა, რომელსაც ბოლო ინფორმაციით 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქეთში ეს უკვე მესამე აფეთქებაა, რომელსაც მსხვერპლიც ჰყავს. პირველ ორ ტერაქტს უკვე მიეცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.
მსგავსი სიახლეები