logo_geo
eng_logo
რუსთავში გამწვანების მასშტაბური აქცია მოეწყო
- +

9 ნოემბერი. 2016. 15:21



ქალაქის მერიის ორგანიზებით, რუსთავში დღეს გამწვანების აქცია მოეწყო. 



აქციის ფარგლებში, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასა და შარტავას გამზირის გამწვანების ზოლში რამდენიმე სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხის 300 ნერგი დაირგო. 



ღონისძიებაში მონაწილეობა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა - პაატა მხეიძემ და გიორგი ბეგაძემ, რუსთავის რაიონულმა პროკურორმა კონსტანტინე სირაძემ მიიღეს. 
პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში, გამწვანების აქციას რუსთავის რაიონული პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.


 საშემოდგომო გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, რუსთავში რამდენიმე ათასი სხვადასხვა სახეობის, მათ შორის კაკლის, პავლოვნიის, კვიპაროსისა და ელდარის ფიჭვის ნერგი დაირგვება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner