ფარიკაობით დაწყებული კარიერა ჟურნალისტიკაში გააგრძელა. მუშაობდა „ლელოში", საქართველოს რადიოში, დააფუძნა ჟურნალი „მართვე", რედაქტორობდა ჟურნალ „სკოლა და ცხოვრებას", გაზეთ „თბილისს", დააფუძნა დამოუკიდებელი გაზეთი „დრონი", სხვადასხვა დროს, ორჯერ იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი, არის არაერთი წიგნის ავტორი. დღეს, არჩილ გოგელია ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტია და იმედით უყურებს ქართველ ხმლით მოფარიკავეთა პერსპექტივას - ზოგ მათგანს ოლიმპიური თამაშების ბილიკზეც მოელის.