სეზონური გამწვანების ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით, გრძელდება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხეები თსუ-ს სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, დარგო.
მე-10 („მაღლივი") კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 260 ძირი კვიპაროსი და მთის ნეკერჩხალი დაირგო. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
„ინტენსიურად გრძელდება გამწვანების ღონისძიებები დედაქალაქში. დღეს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია თსუ-ს პროფესორებთან, ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან ერთად გავამწვანეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიზრუნოთ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საშემოდგომო რგვები გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე და თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხეს დავრგავთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.