logo_geo
eng_logo
მაღლივი კორპუსის მიმდებარედ 260 ხე-მცენარე დაირგო
- +

9 ნოემბერი. 2016. 15:37


 

სეზონური გამწვანების ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით, გრძელდება.  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  ხეები  თსუ-ს სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, დარგო.


მე-10 („მაღლივი") კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 260 ძირი კვიპაროსი და მთის ნეკერჩხალი დაირგო.  ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. 


ინტენსიურად გრძელდება გამწვანების ღონისძიებები დედაქალაქში. დღეს უნივერსიტეტის  მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია  თსუ-პროფესორებთან, ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან ერთად გავამწვანეთ. მნიშვნელოვანია, რომ  ყველამ ვიზრუნოთ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საშემოდგომო რგვები გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე და თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხეს დავრგავთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner