logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს
- +

14 თებერვალი. 2016. 14:15

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ადამიანისა და ბუნების მსგავსებაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ხშირია, როდესაც ადამიანი ისევე ღელავს, როგორც ბუნება.


„ჩვენთან არს ღმერთი - ეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორცემანუელ. როდესაც ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ სიტყვებისშინაარსს. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება.

 

ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს. ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან დაბუნება ადამიანებს ემსგავსება. ეს საყურადღებოა. როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაცმშვიდდება და პირიქით.

 

რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? - უპირველეს ყოვლისა უიმედობა. იმედი არ აქვსხვალინდელი დღისა და თავისი თავის. არ იცის, რა მოელის ხვალ, ამიტომ, როცავლოცულობთ, უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტებავცნათ. უფალი ბრძანებს - მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ. თუ ამას გავიგებთ, ჩვენგადავრჩებით", - განაცხადა უწმინდესმა.


მისივე თქმით, თუ ადამიანი უფალს დაუახლოვდება, დამშვიდდება, ისევე, როგორც დამშვიდდა სახარების მიხედვით მღელვარე ზღვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner