logo_geo
eng_logo
პრემიები და დანამატები მერიაში
- +

15 თებერვალი. 2016. 13:22


გაზეთ „პრაიმტაიმში" გამოქვეყნდა ჩინოვნიკების მიერ მიერიაში აღებული ხელფასებისა და დანამატების საერთო რაოდენობა. გაზეთმა ინფორმაცია თბილისის მერიიდან გამოითხოვა.


ნარმანიას და უგულავას ხელფასის სახით აღებული თანხა ერთ წელში ასე გამოიყურება-

უგულავამ მოცემულ პერიოდში  სარგოს სახით 14888 ლარი მიიღო, ნარმანიამ კი 4000-ით მეტი - 18 921 ლარი. ყოფილ მერს კი დაემატა დანამატი და პრემია და, ჯამში, მისმა შემოსავალმა 41 473,50 ლარი შეადგინა. ნარმანიას საერთო შემოსავალი კი სარგოს ოდენობის დარჩა, რადგან პრემია და დანამატი მას არ მიუღია.


გიგი უგულავა თბილისის მერი 2005 წლის ივლისში გახდა. მისმა პირველმა ხელფასმა  - 1533,33 ლარი შეადგინა.  2007 წელს, უგულავას ხელფასი 500 ლარით იზრდება, რაც საერთო წლიურ შემოსავალზეც აისახება, თუმცა პრემიების ჯამსაც თითქმის 2000-ით ზრდის და, ჯამში, მისი შემოსავალი 50400 ლარს წარმოადგენს, რაც თითქმის 8000 ლარით აღემატება წინა წლის შემოსავალს.


სევდია უგრეხელიძე მერიაში 2013 წლის მარტიდან სარგოს სახით 2950 ლარს იღებდა. მისი შემოსავალი ამ ხნის განმავლობაში, ჯამში, 144 603,69 ლარია (16 თვის მანძილზე), აქედან ხელფასი - 49016,85 ლარი; დანამატი - გაცილებით მეტი: 61 149,84 ლარი; პრემია კი - 34 437 ლარი.



მთაწმინდის ყოფილი გამგებელი, მოგვიანებით კი მერობის კანდიდატი, ნიკა მელია -

2013 წელი: იანვარი: ხელფასი - 1225,16 ლარი; დანამატი - 2215,5 ლარი; ჯამში, 3440,66 ლარი. წელიწად-ნახევრის მუშაობის შედეგად, მთაწმინდის გამგებლად ნიკა მელიამ, ჯამში, 118 795, 68 ლარი მიიღო შემოსავლად.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner