logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს აქვეყნებენ
- +

9 ნოემბერი. 2016. 15:50



„BBC"-ზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის ერთობლივი წერილი გამოქვეყნდა.



ამერიკის შეერთებული შტატების 45- პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ.

ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის რწმენის ერთობლივ ღირებულებებს ეფუძნება. ევროკავშირი და აშშ წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, რათა მოსახლეობის მშვიდობა და კეთილდღეობა უზრუნველეყო, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცება. მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი ისეთ საფრთხეებთან გამკლავება, როგორიც დაეში", უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა, კლიმატის ცვლილებების კონტროლი და მიგრაციაა.

საბედნიეროდ, ევროკავშირისა და აშშ- სტრატეგიული პარტნიორობა იმდენად ღრმაა, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლებთ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, გავუმკლავდებით იმ საფრთხეს, რომლის წინაშე აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნები დგანან. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რათა ჩვენი თანამშრომლობა დარჩეს ისეთივე მტკიცე და ხანგრძლივი, როგორც აქამდე",- ნათქვამია წერილში.



მისალოც წერილში ტუსკმა და იუნკერმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ კიდევ უფრო უნდა განამტკიცონ ტრანსატლანტიკური ხიდის მშენებლობა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner