logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: მადლობა ბატონ ბიძინას და გუნდს, რომელმაც ქვეყანა იხსნა დაღუპვისგან!
- +

9 ნოემბერი. 2016. 15:51



კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას" მადლობას უხდის.



ახლა ვუყურებ TV იმედს" და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, თუ რა მონსტრი, საკუთარი ერის მოძულე, საკუთარი ხალხის მოძალადე მთავრობა ასე მშვიდობიანად გაუშვა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ისტორიულ ნაგავსაყრელზე! ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა გაკეთდა 2012, 2016 წლების არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო დასამარებით! მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინას და ქართულ ოცნებას", რომ ქართველი ხალხის ოცნებას, მოეშორებინა ძალადობრივი რეჟიმი ქვეყნის მმართველობიდან, ფრთები შეასხა! ჩვენი ქვეყნის აღმავლობასა და წინსვლას წინ აღარაფერი უდგას, და მჯერა, რომ ეს ის გუნდია, ვინც ამის განხორციელებისთვის დაუღალავად იშრომებს! ის, რაც ჩვენ 2007 წელს იმედში" ვიხილეთ, არის გაუგონარი სისასტიკე, ასე გძულდეს შენი ქვეყანა და ასე სისასტიკით უსწორდებოდე შენს ხალხს, ჯერ არ მინახავს! მადლობა ვუთხრათ ამ ადამიანს თავისუფლების შენარჩუნებისთვის, ღირსების აღდგენისა და ძალადობრივი რეჟიმის მოშორებისთვის. მადლობა მომავლის იმედის გაჩენის, ღიმილიანი და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის! მთავარი გამოწვევა -ამ რეჟიმის მშვიდობიანად გასტუმრება იყო, 2016 წლის 8 ოქტრიდან კი მთავარი გამოწვევა სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა და ერთიანობისთვის დაუღალავი შრომა იქნება - მე მჯერა ამის, მეგობრებო! მადლობა ბატონ ბიძინას და გუნდს, რომელმაც ერის გამოძახილს ღირსეულად უპასუხა, და ქვეყანა იხსნა დაღუპვისგან!" - წერს დავით ოქიტაშვილი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner