logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე: ლარის კურსის გამყარება ძირითადად საგარეო ფაქტორების დაბალანსებას უკავშირდება!
- +

19 მარტი. 2016. 23:31


ექსპერტი ლევან კალანდაძე, ლარის კურსის გამყარებას ძირითადად საგარეო ფაქტორების დაბალანსებას უკავშირებს, რასაც ის „პოზიტიურ გარე შოკებს" უწოდებს. ამის შესახებ ექსპერტმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.



„საქართველოს არა აქვს დახურული ეკონომიკა, ჩართული ვართ ყველა საერთაშორისო პროცესში და, ბუნებრივია, ნებისმიერი ცვლილებები საერთაშორისო ბაზარზე აისახება საქართველოს ეკონომიკასა და ლარზე. მთავარი ცვლილება უკავშირდება ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ფასებს.


არსებულ ვითარების შენარჩუნებაც საგარეო ფაქტორებს უკავშირდება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება ვითარება საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა, ლარის გამყარების ტენდენციის შენარჩუნებაში შიდა ფაქტორებსაც აქვს მნიშვნელობა, მათ შორის მთავარ ფაქტორად ბიუჯეტის ხარჯვით პოლიტიკა. ლარის გამყარების ტენდენციის შენარჩუნებაში დიდ როლს ითამაშებს მთავარობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის ერთიანი მუშაობაც", - ამბობს ლევან კალანდაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner