BBC"-ის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. ჰილარი კლინტონის მომხრეები ოკლენდსა და სიეტლში გამოვიდნენ.
მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას გზების გადაკეტვით გამოხატავს. რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე კვამლში გახვეული აქციის მონაწილეები ჩანან.
ჰილარი კლინტონი საკუთარი მომხრეების მისამართით მიმართვის გაკეთებას არ გეგმავს.