logo_geo
eng_logo
ნაძალადევში წელს 10 საბავშვო მოედანი მოეწყო
- +

9 ნოემბერი. 2016. 16:04



თბილისის მერიის ინფორმაციით, 2016 წელს ნაძალადევის რაიონში 10 საბავშვო მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა. ათივე მისამართზე განხორციელებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 191 600 ლარი გამოყო.


გურამიშვილის N70-ში, საცხოვრებელ კორპუსებს შორის მოწყობილი საბავშვო მოედანი ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა. დავით გოგიძე ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.


როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბავშვო მოედნები მისამართებზე მოეწყო: თემქა - მე-11 მ/რ, მე-3 კვ. 58-ე კორპუსის წინ, თემქა - მე-3 მ/რ, 1 კვ. დევნილთა ჩასახლება, თემქა - მე-11 მ/რ, მე-2 კვ. 23-ე კორპუსის მიმდებარედ, თემქა - მე-3 მ/რ, მე-4 კვ. #60-61 კორპუსებთან, გურამიშვილის გამზ. #70, გურამიშვილის გამზ. #30, ნაქალაქევის ქ. #8, გუდამაყრის ქ. #1, არბოს ქ. #2, სანზონის დასახლება მე-2 კორპუსის წინ.


სამუშაოები, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეო პარკმა" შეასრულა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner