logo_geo
eng_logo
„რაის პროამერიკელი ხარ, თუ პატივს არ სცემ ამერიკელი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიულ არჩევანს?!“
- +

9 ნოემბერი. 2016. 16:10


 


პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ წერს:

 

„ქართული ზღაპრის პერსონაჟია მუჭანახევარა, რომელიც ანგარიშს ვერ უწევს, სად რას ამბობს და ამიტომ სულ გალახული დაიარება.

 

ფბ-ზე თითქოს მოდად იქცა ტრამპის გამარჯვების მეორედ მოსვლად წარმოჩენა, გლოვა და იმ აზრის დამკვიდრება, რომ დავიღუპეთ და ამას საქართველოსთვის ცუდი შედეგი ექნება.

 

გარდა იმისა, რომ ეს მოსაზრება არ ეფუძნება არანაირ ფაქტობრივ მოცემულობას და ამერიკის მიმართ გაუმართლებელ უნდობლობას ამკვიდრებს, შეიძლება ძალიან დამაზიანებელიც აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის.

 

მით უმეტეს გასაკვირია, როდესაც ასეთ განწყობას, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ადამიანები ამკვიდრებენ, ვინც პროამერიკელებად მიიჩნევენ/დნენ თავს.

 

აბა რაის პროამერიკელი და პროდასავლელი ხარ, თუ პატივს არ სცემ ამერიკელი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიულ არჩევანს?!

 

ყველაზე უკეთ თავად ამერიკელებმა იციან, რა სჭირდება მათ ქვეყანას.

 

დღეს ამერიკელებს მიაჩნიეს, რომ მათი ქვეყანა ტრამპის ხელმძღვანელობით უფრო ძლიერი, მდიდარი და სამართლიანი ქვეყანა გახდება და არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ასე არ მოხდება, ან ამერიკა თავის სტრატეგიულ კურსს და პრიორიტეტებს შეიცვლის.

 

ერთადერთი, რაც ჩვენ ასეთ დროს შეგვეფერება, არის ის, რომ მივულოცოთ ამერიკელ ხალხს ახალი პრეზიდენტი, ვუსურვოთ წარმატებები.

 

ქატო იქა, ფქვილი აქა!" - წერს მაღლაფერიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner