გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ვაშინგტონთან პარტნიორობა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვებით „გაურკვევლობის პერიოდი" იწყება.
მისივე თქმით, აშშ საფრანგეთის პარტნიორი ყოველთვის იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის საკითხებში.
„ამ საკითხებში საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, როგორც კი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
ტრამპს გამარჯვება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმაც მიულოცა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო და თავისუფლების, დემოკრატიისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნებოდა.