logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: მასწავლებლების სატესტო გამოცდების შედეგებით პრობლემა გამოჩნდა!
- +

19 მარტი. 2016. 23:40


მასწავლებელთა ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა დამატებითი განმარტებები გააკეთა. თამარ სანიკიძის განცხადებით, ჩაჭრილთა ნაწილი მასწავლებელად არ მუშაობდა, ნაწილს კი სპეციალიზაციის შეცვლა სურდა.

განათლების მინისტრის განმარტებით, ტესტური შეფასება ეტაპობრივად პრაქტიკულ პროცესზე დაკვირვებით უნდა შეიცვალოს.


„ის, რომ მასწავლებელი ასწავლის და გააჩნია წლების პრაქტიკა და ვერ აბარებს ტესტს, აქ პრობლემა არის. ამიტომაც არის გაკეთებული სქემის ფარგლებში, რომ მასწავლებელმა სამი წლის განმავლობაში წელიწადში ორჯერ მოემზადოს, გამოვიდეს, და ჩააბაროს," - განაცხადა თამარ სანიკიძემ.


კომენტარები განათლების მინისტრმა 82-ე საჯარო სკოლაში გააკეთა, სადაც მინისტრი ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შეფასების ჯგუფის წევრებისთვის ხორციელდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner