logo_geo
eng_logo
უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარი დაუჭირა
- +

9 ნოემბერი. 2016. 16:30



უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა.


ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა" ერთ-ერთ მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.


მიხეილ სააკაშვილის გადადგომის თხოვნა უკრაინის მთავრობამ საკადრო საკითხების განხილვისას დააკმაყოფილა.


მთავრობის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გადაეგზავნება.


მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner