logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
- +

9 ნოემბერი. 2016. 16:44

 

 

„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი                                                       საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს", არასამთავრობო ორგანიზაციის „მოქალაქე" და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების"  დამფუძნებელს  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.


„უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას და  გისურვებთ  წარმატებებს ქვეყნის  აღმშენებლობის საქმეში.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 ნოემბერს, თქვენთან შეხვედრისას დაგვპირდით, - საქმის კურსში ჩააყენებდით  „ქართუ ფონდის" დირექტორს ბ-ნ ნიკა ჩხეტიანს და ვიცე-პრემიერს ბ-ნ კახი კალაძეს. საკითხი ეხება „არგენტინის სახლის საქართველოში" მზადყოფნას მრავალმხრივი  პროექტის ორგანიზებაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ლათინური  ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის" ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული თანამშრომლობის განვითარებისათვის ხელშეწყობას და საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას. მათ შორის:

 

1. საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგებისა და  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ქვეყნების ბიზნეს-ფორუმის მოწყობას  თბილისში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტში;

 

2. თბილისში,  ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების  მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას ფეხბურთში „პელეს თასზე", -  არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს 21 წლამდე ნაკრები გუნდების მონაწილეობით; ტურნირის 8 მატჩის ტელერეპორტაჟის გადაცემა მოხდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში;

 

3. არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ხელოვნების ოსტატთა მონაწილეობას მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირის საზეიმო გახსნაში, დახურვაში და ღონისძიებებში;

 

 4.თბილისში, ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის გახსნას 1965 წელს, მოსკოვში,  ბრაზილიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებს შორის, ამხანაგური თამაშის შემდეგ გადაღებული ისტორიული  ფოტოს მიხედვით, რომელზეც აღბეჭდილი არიან გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი.    

 

5. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს - პელეს ვიზიტს.

 

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება მოიწონეს საქართველოს   კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის,  ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, თბილისის მერიამ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიამ და სიღნაღის მუნიციპალიტეტმა.

 

ბატონო ბიძინა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების,  ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოსა და „მერკოსურის" ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით, - „არგენტინის სახლი საქართველოში" გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის პირველ დეკადაში, მზადყოფნას გამოთქვამს, განახორციელოს:

 

 

არგენტინელი და ბრაზილიელი ბიზნესწრეების მოწვევა  საქართველოში;

ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაცია და ამ პრეზენტაციაზე გიორგი სიჭინავასა და ანზორ კავაზაშვილის მოწვევა;

ავთანდილ ხარაიშვილის  „ჰიმნი ვარსკვლავებზე"  პრეზენტაცია,  კომპოზიტორ  ვაჟა აზარაშვილის   მუსიკის მიხედვით;

მსოფლიო ჩემპიონი ქვეყნების,  არგენტინისა და ბრაზილიის   ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს შორის  ამხანაგური თამაში ფეხბურთში-  „მეგობრობის თასზე";

კულტურული ღონისძიებები არგენტინის,  ბრაზილიისა და საქართველოს  ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით. 

 

 

 

ბატონო ბიძინა,

 

ვითვალისწინებთ რა, თქვენს მიერ საქართველოში განხორციელებულ გრანდიოზულ პროექტებს,  გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება  ა.წ. ნოემბრის ბოლოს ან    დეკემბრის პირველ დეკადაში  განსახორციელებელი  ღონისძიებების დაფინანსებაზე, რომელიც  სავარაუდოდ შეადგენს 350  000 აშშ დოლარს. ამის გარდა, თქვენი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელია, ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაციაზე მოვიწვიოთ ბ-ნი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ - პელე.      

 

არგენტინა - ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს შორის  ამხანაგური თამაშის შედეგად შემოსული  თანხები მოხმარდება   საქართველოს ჭაბუკ ფეხბურთელთა გადამზადების საქმეს არგენტინასა და ბრაზილიაში;  მცხეთა-მთიანეთის გუბერნიასა და სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების, ამავე რეგიონების ტურიზმისა და სპორტის წარმომადგენლების საქმიან ვიზიტს არგენტინაში, ბრაზილიასა და ურუგვაიში. აგრეთვე, პირველი ქართული მართლმადიდებულური ეკლესიის დაფუძნებას არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში და  საქართველოს საპატრიარქოს,   „ქართუ ჯგუფისა" და საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის" წარმომადგენლების    ვიზიტს არგენტინაში. 

 

 

ბატონო ბიძინა,

 აღნიშნულ, საერთაშორისო მნიშვნელობის უაღრესად საინტერესო საქმეში, თქვენი ჩართულობის შემთხვევაში, საჭიროდ მიგვაჩნია ჩვენი საქმიანი შეხვედრა თქვენთვის სასურველ დღეს და დროს, რათა გაირკვეს და დაზუსტდეს წამოჭრილი შეკითხვები.

 

P.S. აგრეთვე, ზემოთ აღნიშნულ ჩვენს მასშტაბურ პროექტს,  მათ შორის, თბილისში ხუთფიგურიანი კომპოზიციის გახსნას,  თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში,  განვახორციელებთ 2017 წელს", - წერია მიმართვაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner