აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურად მიიწვია.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დილის საათებში ობამასა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ობამამ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ბარაქ ობამასა და ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში 10 ნოემბერს გაიმართება.
გარდა ამისა, შედგა სატელეფონო საუბარი ობამასა და ჰილარი კლინტონს შორის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს საარჩევნო კამპანიის ჩატარება მიულოცა.