logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია
- +

9 ნოემბერი. 2016. 17:22



აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურად მიიწვია.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დილის საათებში ობამასა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ობამამ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.



ბარაქ ობამასა და ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში 10 ნოემბერს გაიმართება.


გარდა ამისა, შედგა სატელეფონო საუბარი ობამასა და ჰილარი კლინტონს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს საარჩევნო კამპანიის ჩატარება მიულოცა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner