საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვებით „გაურკვევლობის პერიოდი" იწყება.
ოლანდის თქმით, აშშ საფრანგეთის პარტნიორი ყოველთვის იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის საკითხებში.
„ამ საკითხებში საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, როგორც კი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.