აშშ-ის ახალი, 45-ე პრეზიდენტი, მილიარდერის დონალდ ტრამპის სლოვენიელი მეუღლე და ახლა უკვე აშშ-ის მომავალი პირველი ლედი, მელანია ტრამპი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. 45 წლის მელანია ტრამპი ყოფილი მოდელია და თამამ ფოტოსესიებსაც არ ერიდებოდა, თუმცა ქორწინების შემდეგ მოდელის საქმიანობა შეწყვიტა. ამჟამად სამკაულების დიზაინითაა დაკავებული.
წინასაარჩევნო პერიოდში, მელანია მეუღლეს შევხედრებზე აქტიურად დაჰყვებოდა. აშშ-ში , რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვითა გამოვიდა, თუმცა სჯობდა, თავი შეეკავებინა.
შესაძლოა, მელანიამ არც იცოდა, მაგრამ მისი სიტყვა აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას სფიჩის პლაგიატი აღმოჩნდა, რომელიც მიშელმა 2008 წელს, დემოკრატების ყრილობაზე წარმოსთქვა. მოგვიანებით , სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვა, როდესაც ამერიკულმა მედიამ მისი შიშველი ფოტოები გაავრცელა, რომელიც მოდელობისას არის გადაღებული.
მელანიამ და დონალდ ტრამპმა ერთმანეთი ნიუ-იორკში ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს. აღსანიშნავია, რომ წვეულებაზე ტრამპი მეგობარ ქალთან ერთად იყო მისული. მათ 2005 წელს იქორწინეს და ერთი საერთო შვილი ჰყავთ.