logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ვარძიაში, თამარ მეფის ფრესკასთან გაჩენილმა ხანძარმა გამახსენა...
- +

9 ნოემბერი. 2016. 17:44



თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში თამარ მეფის ფრესკის შესახებ წერს:

 

„ვარძიაში, თამარ მეფის ფრესკასთან გაჩენილმა ხანძარმა გამახსენა.

 

არსებობს ოთხი ფრესკა, რომლებზეც თამარ მეფეა გამოსახული. ორი მათგანი, ბეთანიისა და ყინწვისის ფრესკები პირვანდელი სახითაა გადარჩენილი და მათზე მკრთალად, მაგრამ მაინც გარკვეულად იკითხება თამარ მეფის ხატება.

 

ვარძიაში ფრესკები განახლებულია გვიან შუა საუკუნეებში და ასახავს ქართული კულტურის დაცემის პერიოდს.

 

მათზე გამოსახული თამარი ნამდვილად არ შეესაბამება წყაროების ცნობებს მისი იგავმიუწვდომელი სილამაზის შესახებ, რომელიც ნათლად ჩანს ბეთანიისა და ყინწვისის ფრესკებში.

 

არადა, თითქოს ჯინაზე, სწორედ ეს გვიანდელი, დამახინჯებული ფრესკებია გამოქვეყნებული ვიკიპედიაში და სხვადასხვა გამოცემებში.

 

კარგი იქნებოდა, რომ კულტურის სამინისტროს ეზრუნა ამ საკითხზე.

 

არაა სასიამოვნო, როცა სილამაზით სახელგანთქმულ მეფეზე საუბრობ და ვარძიის ფრესკა მოგყავს ამის დასტურად, უხერხულია.

 

პირველი - ყინწვისის ფრესკა, რომელიც პირვანდელი სახით არის, მეორე - ვარძია, რომელიც გვიან არის გადაკეთებული, განსხვავება ბრმისთვისაც კი ცხადია", - წერს მანჯავიძე.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner