logo_geo
eng_logo
ვარძიის ფრესკიდან თამარ მეფის აღდგენილი კაბა მუზეუმში გამოიფინება
- +

9 ნოემბერი. 2016. 17:50

 

 

თამარ მეფის ვარძიის ფრესკიდან აღდგენილი კაბის ხელოვნების სასახლეში გამოფენის შესახებ ინფორმაციას სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია „facebook"-გვერდზე ავრცელებს.



თამარის კაბა ხელოვნების სასახლეში ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილ მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე გამოიფინება.



გიორგი კალანდიას ინფორმაციით, რესტავრაცია ხუთ განსაკუთრებულად ისტორიულ და მხატვრული მნიშვნელობის კოსტიუმს ჩაუტარდა და საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დაბრუნდა.



მაგალითისათვის სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბაზე ამჟამად გამოყენებულია 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი, 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან გიორგი სააკაძე", როგორც შემორჩენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, კოსტიუმი მე-19 საუკუნეში შეიკერა და საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო, კაბა თავისი მოოქრული ორნამენტებით განსაკუთრებულ მსგავსებას იჩენს მერი შერვაშიძისა და აგრაფინა ჯაფარიძის სამეჯლისო კაბებთან",- წერს გიორგი კალანდია.



ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორ გიორგი კალანდიას დიდი წვლილი მიუძღვის  ქართული კულტურის ისტორიის შექმნაში. მისი ავტორობით გამოიცა 10-მდე წიგნი. კალანდიას უშუალო ჩართულობით აღმოჩენილია არაერთი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner