logo_geo
eng_logo
„რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ტრამპი გაიმარჯვებდა თუ კლინტონი“ - გიორგი უძილაურის კომენტარი
- +

9 ნოემბერი. 2016. 18:45

 


„რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ტრამპი გაიმარჯვებდა თუ კლინტონი. არცერთ შემთხვევაში არაფერი რადიკალური არ მოხდება ჩვენთან დამოკიდებულებაში. არცერთ შემთხვევაში აშშ-ს არ გაუქრებოდა ან გაუმძაფრდებოდა ინტერესი საქართველოს მიმართ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.

 

„ორივე ვარიანტში ამერიკა შეინარჩუნებდა არსებულ სტატუს-ქვოს.

 

ფატალისტების ოხვრის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდო იყო რუსეთთან რადიკალური ცვლილებები ან ერთ, ან მეორე ვარიანტში. ამ ორ ქვეყანას შორის ისედაც საკმარისი პრობლემებია და იმდენივე სათანამშრომლო გადაკვეთის წერტილები. ის ორი ქვეყანა სხვა ლიგაში თამაშობს, საქართველო კი სხვა ლიგაშია. რუსეთსაც აწყობს საქართველოს სტატუს-ქვო და ამერიკასაც. ორივეს სხვა საფიქრალი აქვს - ეკონომიკების მომზადება მომავალი კრიზისებისთვის და ახალ, უნავთობო ერაში გადასვლაზე ფიქრი.

 

საქართველოს ძირითადი საზრუნავიც რუსეთი და ამერიკა კი არა(ორივე ჩვენგან დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოცემულობაა, რომელსაც ვერ შევცვლით), ეკონომიკის განვითარებაა და არსებული მოცემულობების გამოყენება ამ მიზნის მიღწევისთვის. აი, როცა გავძლიერდებით, თუნდაც იმ დონეზე, რომ აფხაზმა ინატროს საქართველოს მოქალაქეობა, მერე შეიძლება მეტის პრეტენზიის ქონა. ჯერ მუშაობის დროა", - წერს უძილაური.

 

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner