გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა.
„მე, ისევე როგორც მრავალი თქვენგანი, არჩევნების შედეგებს მღელვარებით ველოდებოდი. ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში პრეზიდენტად აირჩია, აქვს გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ. რაც შეეხება გერმანიას, ევროკავშირში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც აშშ-სთან უფრო ღრმა კავშირები აქვს.
გერმანიასა და ამერიკას აკავშირებთ საერთო ღირებულებები. დემოკრატია, თავისუფლება, კანონის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა მათი წარმოშობის, კანს ფერის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტკური შეხედულებების მიუხედავად. ამ ღირებულებების საფუძველზე, მე ვთავაზობ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მჭიდრო თანამშრომლობას",- განაცხადა ანგელა მრეკელმა.