logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: მსოფლიო რომ „ჭაობში ჩაჯდა“ ამის მიხვედრას დიდი ჭკუა არ უნდა...
- +

9 ნოემბერი. 2016. 19:40

 

 

„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც ბაღათურია წერს, ჰილარი კლინტონი ძველი, დრომოჭმული სისტემის სიმბოლოა, ხოლო დონალდ ტრამპი ამ სისტემის რეფორმის შანსი.


 

„კლინტონი ძველი, დრომოჭმული სისტემის სიმბოლოა, ტრამპი ამ სისტემის რეფორმის შანსი!

 

მსოფლიო რომ „ჭაობში ჩაჯდა" ამის მიხვედრას დიდი ჭკუა არ უნდა...

 

სავსებით საკმარისია გადახედო რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და მიხვდები რომ „მესამე მსოფლიო ომის მატარებელი" უკვე დაიძრა...

 

თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება ამ მატარებლის შეჩერება, ნუ შენელება მაინც...

 

თუ კლინტონი იქნება არჩეული „ომის მატარებლის" შეჩერების შანსი ძალიან დაბალია, თითქმის ნულთან ახლოს, რადგან კლინტონი თვითონ არის ამ „ჭაობის" შემოქმედი, იგი საკუთარი ნამოქმედარის მძევალია და იმდენად ღრმად არი ჩაფლული რომ დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი მანევრისთვის სივრცე არ აქვს...

 

ტრამპი სრულიად თავისუფალია ამ პროცეში და გამარჯვების შემთხვევაში „ომის მატარებლის" შეჩერება სავსებით შესაძლებელია, რადგან აქვს ომის მაპროვოცირებელი ფაქტორების განულების თეორიული რესურსი... გარანტირებული არაფერი არ არის მაგრამ ტრამპის შემთხვევაში ამის რეალური შანსი არსებობს...

 

მე იმის თქმა მინდა რომ კლინტონი „უძრაობის" სიმბოლოა და ტრამპის არჩევის შემთხვევაში არსებობს სივრცე მანევრისთვის...

 

აშშ-ს პოლიტიკურმა სისტემამ, მართვის არსებულმა მოდელმა თავისი თავი ამოწურა და პროგრესს ვეღარ უზრუნველყოფს, პირიქით არსებული სისტემა ამუხრუჭებს აშშ-ს განვითარებას და საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემასაც...

 

კლინტონი ძველი, დრომოჭმული სისტემის სიმბოლოა... ტრამპი ამ სისტემის რეფორმირების შანსი...",- წერს ბაღათურია.




 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner