logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: ვულოცავ თბილისს! მან მოიგო „ჯეკპოტი“ შენი სახით!
- +

9 ნოემბერი. 2016. 20:09

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში „ახალი ტიფლისის" ვიდეორგოლს აზიარებს და თბილისის პირველ ვიცე-მერს ლაშა აბაშიძეს მადლობას უხდის პროექტების განხორციელებისთვის:

 

„ყველა საუბრობს „ახალ ტიფლისზე", რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე, განახლებულ ძველ თბილისზე, სეირნობენ და მოწონთ. ახალი ავტობუსები და ა.შ.

 

იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის ავტორი, სულის ჩამდგმელი და შემსრულებელი არის თბილისის პირველი ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე. 

 

წარმატებები! უნიჭიერესი კაცი ხარ! გვიმუშავია ერთად, ვიცი შენი შესაძლებლობები, ვიცი რას ნიშნავს შენთვის თბილისი და მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტს გააკეთებ!

 

ვულოცავ თბილისს! მან მოიგო „ჯეკპოტი" შენი სახით!

 

წარმატებები!",- წერს აბესაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner