გერმანული სააგენტო Welt-ი გერმნიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 13 ნოემბერს ბრიუსელში საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. შეხვედრაზე აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს რეგულარული შეხვედრა 14 ნოემბერს ჰქონდათ დაგეგმილი.