logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლა უნდა გახდეს ფასეულობებზე ორიენტირებული
- +

9 ნოემბერი. 2016. 21:35



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რადიო „პალიტრის" გადაცემა „რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის გადაცემის ინსტრუმენტიდან სააღმზრდელო სფეროდ უნდა გადაიქცეს. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, განათლების სფეროში მრავალი რამ არის შესაცვლელი ფუნდამენტურად, რაც პირველ რიგში სკოლიდან უნდა დაიწყოს.


„პირველ რიგში ჩვენ სკოლის დანიშნულებაზე ვართ შესათანხმებელი. რაღაც მომენტში საზოგადოებამ ჩათვალა, რომ სკოლა არის მხოლოდ სამეცნიერო ცოდნის გადაცემის ინსტრუმენტი, რაც დიდი შეცდომაა. ცოდნა არის კარგი ადამიანების აღზრდის ინსტრუმენტი და ჩვენ თუ არ მოგვწონს განწყობა და ტოლერანტობა ჩვენი თანამოქალაქეების, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი მათი აღზრდიდან მომდინარეობს... სკოლა უნდა გახდეს ფასეულობებზე ორიენტირებული. ჩვენ სკოლაში უნდა დავაბრუნოთ აღმზრდელობითი პედაგოგიური კომპონენტი. სკოლა უნდა შფასდეს იმით თუ რამდენად განვითარებულები არიან მისი მოსწავლეები როგორც ფიზიკური, ასევე, სოციალური თვალსაზრისით", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


მისივე თქმით, ეს გეგმა პრაქტიკაში ბავშვებსა და მოზარდებთან სწავლისა და აღმზრდელობითი სამუშაოების საათების გადანაწილებით უნდა განხორციელდეს.


„პრაქტიკაში საათები გადანაწილდება - დღეს თუ არის ბევრი საათი და ბავშვს 10 საათამდე უწევს მეცადინეობა, პროგრამა უნდა შეიცვალოს ისე, რომ სკოლის საათებშიც გაჩნდეს „თავისუფალი" დრო სოციალური საქმიანობისთვის. ეს ეხება ქვედა კლასებს. როდესაც მოზარდი იქნება ზედა კლასებში, მას უკვე აქვს მოტივაცია, ისწავლოს და უნდა იყოს დატვირთული. ჩვენთან რომ ნახოთ 10-11-12 კლასის პროგრამა არის თავისუფალი, რაც არ არის კარგი", - განაცხადა ჯეჯელავამ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner