logo_geo
eng_logo
ჰილარი კლინტონი: იმედი მაქვს, რომ ის ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება
- +

9 ნოემბერი. 2016. 21:36



„მე მივულოცე გამარჯვება დონალდ ტრამპს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ეს არ იყო შედეგი, რომელსაც ველოდით. ვიცი, რომ იმედგაცრუებული ხართ", - ამ სიტყვებით ამერიკის არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მხარდამჭერებეს მიმართა. კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციას ამერიკამ პატივი უნდა სცეს და გაუფრთხილდეს.


„მე მივულოცე გამარჯვება დონალდ ტრამპს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ეს არ იყო შედეგი, რომელსაც ველოდით. ვიცი, რომ იმედგაცრუებული ხართ. მეც ასე ვარ. ეს არის მტკივნეული მომენტი და ასე დარჩება დიდი ხნის განმავლობაში. გახსოვდეთ, ჩვენი კამპანია არ იყო არა კონკრეტულ, ერთ ადამიანზე ორიენტირებული, არამედ ქვეყანაზე, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. დავინახეთ, რომ ამერიკა უფრო მეტად დაყოფილია, ვიდრე გვეგონა. მე კვლავ მჯერა ჩემი ქვეყნის და თუ თქვენც ასე თვლით, უნდა მივიღოთ დღევანდელი შედეგი. დონალდ ტრამპი იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენ არამხოლოდ პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ვუფრთხილდებით და ვიცავთ მას", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.


შეგახსენებთ, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner