სახელმწიფო მინისტრმა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ „ქრონიკის" ეთერში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ბაქარაძემ აღნიშნა, საქართველოს და ამერიკის თანამშრომლობას საფრთხე არ ემუქრება.
„ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ აირჩია რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ახალ პრეზიდენტს ექნება თავისი ხედვა და სტრატეგია, რომელიც ამერიკელ მოსახლეობის ინტერესებს დააკმაყოფლებს. საგარეო კუთხით ამერიკის ახალი პრეზიდენტი გამოირჩეოდა განსხვავებული პოზიციით და აქცენტებით. რა საკვირველია ეს არ შეეხება სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც არის ამერიკასა და საქართველოს შორის, რომელიც 25 წელია ატარებს ძალიან მნიშვნელოვან ხასიათს.
ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია საქართველოსთან მიმართებით. ეს შეეხება როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის საკითხის მხარდაჭერას, ასევე ევროატრანტიკულ მხარდაჭერას და ასევე თავდაცვის უნარიანობის გამტკიცებაში განსაკუთრებულ წვლილს. აქედან გამომდინარე ეს არის პოლიტიკის ძირითადი მიმართულება, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებზეა დამტკიცებული",- განაცახდა ბაქრაძემ.