logo_geo
eng_logo
ჰილარი კლინტონი: დამარცხება მტკივნეულია და ეს ტკივილი დიდი ხანი გაგრძელდება
- +

9 ნოემბერი. 2016. 22:25



აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას წუხილი გამოთქვა, რომ არჩევნები ვერ მოიგო. ასევე კლინტონმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და დასძინა, რომ ამერიკის ახალ პრეზიდენტთან ითანამშრომლებს. მისივე თქმით, არჩევნებში დამარცხება მტკივნეულია, მაგრამ ეს ტკივილი დიდი ხანი გაგრძელდება.



„ვწუხვარ, რომ ვერ მოვიგეთ ეს არჩევნები ჩვენი ერთობლივი ღირებულებებისა და შეხედულებებისთვის, თუმცა თავს ამაყად  ვგრძნობ, თქვენი მადლობელი ვარ.  თქვენ ამერიკის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენთ.

 

ვიცი, რამდენად იმედგაცრუებულად გრძნობთ თავს.  მეც ასე ვარ. ეს მტკივნეულია და ეს ტკივილი დიდი ხანი გაგრძელდება. ჩვენი კამპანია არ ეხებოდა ერთ პიროვნებსა და ერთ არჩევნებს, ის ეხებოდა მთელ ქვეყანას, რომელიც გვიყვარს. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ერი უფრო მეტად არის დაყოფილი. ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები. დონალდ ტრამპი იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ჩვენი კონსტიტუცია და დემოკრატია უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას",-აღნიშნა კლინტონმა.


შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.



 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner