ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ როდესაც არჩევნებს აგებ, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ მეორე დღეს აცნობიერებ, რომ ერთი გუნდის წევრია და პირველ რიგში ამერიკელები. ბარაქ ობამამ ასევე ქვეყნის წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს.
„როდესაც არჩევნებს აგებ, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ მეორე დღეს აღიარებ და აცნობიერებ, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. ჩვენ არც "რესპუბლიკელები" ვართ, არც "დემოკრატები", პირველ რიგში ჩვენ ამერიკელები ვართ, ჩვენ გახლავართ პატრიოტები. ჩვენ ვართ ის, რაც უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის.
გუშინ ბატონი ტრამპის შენიშვნები როდესაც მოვისმინე და როდესაც ვესაუბრე მას, ეს დამოკიდებულება დავიჭირე. ამან გამაძლიერა. ეს გახლავთ ის, რაც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას - ერთიანობის შეგრძნება, პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი, კანონის უზენაესობა და რა თქმა უნდა ერთმანეთის პატივისცემა. იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით იმუშავებს ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე სულისკვეთებით აიღებს სტარტს მისი პრეზიდენტობა", - განაცხადა ობამამ.