შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ამერიკის დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელია, რომელსაც მსოფლიო კვლავ ნახავს. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტობა და პრემიერობა მათ პიროვნებებს აღემატება, შესაბამისად, ერთ გუნდად ქვეყნის წარმატებისთვის მუშაობენ.
„მე და პრეზიდენტ ბუშს საკმაოდ სერიოზული განსხვავებები გაგვაჩნდა, მაგრამ მაღალ დონეზე იმუშავა ბუშის გუნდმა, რათა ხელისუფლების გადაცემა მომხდარიყო რბილად. ძალიან სწრაფად გესმის, როდესაც პრეზიდენტი ხარ, რომ პრეზიდენტობა და ვიცეპრეზიდენტობა ჩვენს პიროვნებებს აღემატება. მე მივყვები იმ მაგალითს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის გუნდმა დაამკვიდრა 8 წლის წინ, რომ ეს იყოს ეფექტური ხელისუფლების გადაცემის პროცესი ახალი პრეზიდენტისთვის, რადგან ჩვენ ყველა ვმუშაობთ წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გაერთიანებული და ქვეყანას ვუძღვებით. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ", - განაცხადა ბარაქ ობამამ.