logo_geo
eng_logo
ბათუ ქუთელია: არ ვფიქრობ, რომ რადიკალური ცვლილებები მოხდება
- +

9 ნოემბერი. 2016. 23:42


 

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში რაიმე რადიკალური ცვლილებები მოხდება. თანამშრომლობა უკვე 25 წელია არსებობს და ადმინისტრაციული ცვლილებების მიუხედავად მზარდია",-ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც ქუთელიამ აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგადად საპრეზიდენტო კამპანია შიდა პოლიტიკაზე უფროა ორინტირებული.

 

„პირველ რიგში ეს არის მაერიკელი ხალხის არჩევნი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგადად საპრეზიდენტო კამპანია შიდა პოლიტიკაზე უფროა ორინტირებული. ბუნებრივია ამერიკა არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და ყველა  ამ არჩევნებს ადევნებდა თვალს. საგარეო პოლიტიკის კუთხით შეიძლება ბევრი რამ გადალაგდეს ევროპაშიც და მსოფლიოშიც. ჩვენ როგორც ამერიკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ცვლილებები საქართველოზეც აისახება. იმისთვის რომ ჩვენი ინტერესები თანხვედრაში იყოს, საჭიროა აქტიური დიპლომატიური თანამშრომლობა",-განაცხადა ქუთელიამ.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner