სოციალური ქსელის მომხმარებელი ლეკა მენაბდიშვილი facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს და წერს:
„რა ამბავია ატეხილი ამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე... სხვა ქვეყნებში აუქმებენ და აქ ეხლა მოუნდათ... ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება! ზოგიერთებს ევროპა გახდა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება ჰგონია... ეგ არაა ევროპა არაა! ევროპა თუ გვინდა ჯერ საკუთარი კუთხის, საცხოვრებელი მიდამოს მოვლა უნდა ვისწავლოთ... მე გოგო რომ მომწონდეს ავდგებოდი და გადავიდოდი მასთან, რა საჭიროა წივილ-კივილი და პროპაგანდა? თუმცა ეს ხომ დიდ თანხებთან არის კავშირში... და მაინც, ვერ წარმომიდგენია ორი კაცი ბავშვს ზრდიდეს და იმ ორი კაციდან ერთს დედას ეძახდეს ბავშვი... თუ როგორც არის...
არ მაღიზიანებენ, რაც უნდათ ის უქნიათ! უბრალოდ ნუ კივიან და ნუ მაწუხებენ!"