logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ძალიან მაინტერესებს, 2 წლის შემდეგ რა იქნება?!
- +

10 ნოემბერი. 2016. 01:03



ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს:


„მართლა ძალიან მაინტერესებს, 2 წლის შემდეგ რა იქნება?! რამდენად კმაყოფილი იქნება ამერიკელი ხალხი, თავის დღევანდელი არჩევანის?!

 

ისე, ჟირინოვსკის ფსიქიკის მსგავსი, ქსენოფობი და გაუწონასწორებელი ტრამპი, ვერასდროს რომ ვერ გახდება ივანიშვილისნაირი ქველმოქმედი ადამიანი და ვერც მისნაირი დემოკრატი, ესეც ხომ ცხადია და ფაქტია?! არადა, ამ facebook-ში ზოგიერთი მათ ერთად, ხშირად ახსენებს ხოლმე... მათ მხოლოდ, ფინანსური მდგომარეობით თუ შევადარებთ ერთმანეთს, თორემ სხვა მხრივ, მართლაც რომ ჯვარი გვწერია!

 

საინტერესოა, ეს გახრწნილი „ნაციონალები" ახლა რაღას იტყვიან.  ტვინის რომ წაიღეს, საქართველოს მილიარდერი ოლიგარქი მართავსო. ხომ გახდა ამერიკის პრეზიდენტი, მილიარდერი ოლიგარქი?

 

პატარა ერი ვართ, თორემ ამერიკელების ჭკუის სასწავლებელი, მართლა რომ არაფერი გვჭირს!

 

მაგრად მიყვარს, ჩემი თბილი და ჭკვიანი ქართველები!"








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner